დამტკიცდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სისტემა. გეცოდინებათ, ფინალური ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი იქნება და ისტორიაში პირველად, ჩემპიონატი 24 გუნდში ჩატარდება. რაც შეეხება შესარჩევის სისტემას, თუ არაფერი შეიცვალა და უეფას რომელიმე წევრი არ მიემატება (ან დააკლდება), 52 ნაკრები 9 ჯგუფში განაწილდება. პირველ-მეორე ადგილებზე გასულები და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი პირდაპირ მიიღებენ საფრანგეთის საგზურს, ხოლო დანარჩენი 8 მესამეადგილოსანი ფლეი ოფით გაარკვევს საუკეთესო ოთხეულს.
ევრო-2016 11 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება. მასპინძელი კი 10 ქალაქი იქნება: პარიზი, სენტ-ეტიენი, ნიცა, ლილი, ბორდო, ლიონი, ნანსი, სტრასბური, ტულუზა, ლანსი. ფინალი პარიზის “სენ-დენიზე” შედგება.