N E W S » MYPES.GE - FIFA And PES, Torrent, Download PES 2012 Patch,PES2012 Demo,GeoPatch,Geo Patch,PES 2011 Patch,Pesedit,Fifa Download, fifa 12 Download,Pes 12 Download, Pes Download,PES 2010 Patchs,PES 12,FIFA 11, FIFA 12,FIFA,Fifa Patch,Fifa 12 patch,PES Parche,PES2011 Update,PES Patch,PES Edit,Option File,DLC,PS3 of,PES PC. - PES Patch,PES 2012 Patch,PES2012 Demo,PES 2011 Patch,PES Parche, PES Edit,Patch Update Pro Evolution Soccer 12,Faces,Stadiums,Boots
გერმანული Abendblatt-ის ცნობით, ბოლო დროს არცთუ წარმატებით მოთამაშე “ჰამბურგი”, მომდევნო სეზონისთვის, “ჩელსის” ერთბაშად 3 ფეხბურთელის გაძლიერებას აპირებს. საუბარია ლონდონელთა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ბრუმაზე, ვან აანჰოლტსა და კაკუტაზე, რომელთა არენდის წესით გადაბირებაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.
ტიაგო სილვასა და მარკ ვან ბომელის შემდეგ, იტალიურმა “მილანმა” კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელს, ალესანდრო ნესტას გაუფორმა. “როსონერის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ვან ბომელის მსგავსად, ვეტერანი მცველიც, კლუბში 2012 წლის ივლისამდე ითამაშებს.
ფიფა-კოკა-კოლას ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 57-ე ადგილზეა. ცხრილში მცირე ცვლილებებია, საქართველომ კი ერთი საფეხურით დაიწია უკან. ევროპულ გუნდებს შორის, "ჯვაროსნები" 32-ე ადგილზე არიან, ანუ დღეს რომ ტარდებოდეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა, ქართველები IV კალათაში მოხვდებოდნენ.
გუშინ, ღამით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კლუბის ახალი ფორმების პრეზენტაცია მოახდინა. როგორც თავიდანვე იყო ცნობილი, 2011-2012 წლების სეზონიდან, "ბარსას" მაისურის წინა მხარეს სპონსორის წარწერა იქნება გამოსახული, იუნისეფის რეკლამა კი უკანა მხარეს გადაიწევს. საშინაო ფორმის სურათები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. რაც შეეხება გასვლით ფორმას, არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი შავი უნდა ყოფილიყო და აღნიშნული ინფორმაცია გუშინ დადასტურდა. რაც შეეხება მეკარის ფორმას, იგი მუქი მწვანე იქნება. ცოტა ხნის წინ, გამოითქვა ვარაუდი, რომ ლა ლიგის ბოლო მატჩში, "ბარსას" ფეხბურთელები უკვე ახალი ფორმებით ითამაშებდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა, პეპემ, კომენტარი გაუკეთა "უეფას" გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რომ დისციპლინარულმა კომიტეტმა არ დასაჯა სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც ბრალად დასდეს რასისტული გამონათქვამების ხმარება მარსელო ჟუნიორის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა"
ფიფა ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თამაშის წესებში ცვლილებებს გეგმავს. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის საიტის ცნობით, გამარტივდება თამაშგარეს წესი, შესაძლებელი გახდება მეოთხე ცვლილების გაკეთება და დამონტაჟდება კარის აღების ავტომატურად ფიქსატორი სისტემა.
34-ე ტურში მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ “სევილიასთან” დაპირისპირებაში პოკერი გაიფორმა, რითაც გადაინაცვლა პირველ ადგილზე ბომბარდირთა დავაში და ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტიც გახდა.
მადრიდის "რეალმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" მიაღწიეს შეთანხმებას ნური შაჰინის ტრანსფერის თაობაზე. თურქ ფეხბურთელს "სამეფო კლუბმა" 6 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.